Обо мне

Моя фотография
I would thank you from the bottom of my heart, but for you my heart has no bottom

11 апр. 2010 г.

წამო გაჩერდი. . . გთხოვ.

…. . . ვფიქრობ და ვერ გამიგია , ეს დრო სად გამიფრინდა.…. . თვალებს ირგვლის ვაცეცებ და რას ვხედავ? წვიმა ყოველ წარმავალ წუთს მითეთრებს და ახალ წამს დახუჭული და დანამული თვალებით უმზერს…. . .იების მელოდიას ვუსმენ და თავში ალიაქოთი ზუზუნებს. . .დრო გავიდა და ვხვდები გავიზარდე. . .უკვე ბავშვის თვალებით წარსულის მზერა მენატრება. . .ბავშვობის სიო, ქარი, წვიმა, თოვლი…და გრძნობები მენატრება. . .თვალებს წარსულში ვაშეშებ და ცრემლი, ტკივილი, სიხარული, ბედნიერება ერთმანეთს ათეთრებს. . .
წამო გაჩერდი. . . გთხოვ. . .

გაშეშდი. . .გაშეშდი. . .გაშეშდი. . .

. . .სიბერე მოდის და ძვლებში მტეხავს. . .ცხოვრებაში რაღაც დავაგვიანე და უკმარისობას ვგრძნობ იმ რაღაც შეუსრულებელი ქმედების საჭიროების. . .წარსულში რაღაც გამომრჩა და აწმყოში ვეღარ ვხვდები სად დავბრმავდი, სად გავცოცხლდი, სად მტკიოდა, სად მიხაროდა…. . . ეხლა კი იმას ვხვდები, რომ სიბერე მოდის. . .…
გული რომ არ მიბერდება, რა ვქნა? ეჰ, ეს სასტიკი სიბერე ახლოსაა, მის სიახლოვეს ხომ ირგვლივ სამყარო მახსენებს,,,მე კი ბავშვის გულით დავრჩი ახლოს მომავალთან და თვალებში უკვე სიბნელის სიახლოვის შუქია , , ,


იცით რა გამახსენდა?
. . . მე იები მიყვარდა. . . მე მათი სუნთქვა და რხევა მაოცებდა. . . მე იების მელოდია მიყვარდა და ეხლაც მიყვარს. . .იების მელოდიას იმ სამყაროში გადავყავარ , სადაც ერთხელ სულის დაბადება და გარდაცვალება განვიცადე. . .


იცით? ერთხელ ბედნიერად დავიბადე, ვიფარფატე, მზეს ვეალერსე, ყვავილებს ვეამბორე . . .ბოლოს კი დრომ დამამარცხა. . . მოვიდა სიბერე და გული თეთრად მეკუმშება. . .
წლებო შეჩერდით, მე ვერაფრის გაკეთებას ვერ ვასწრებ. . .ვიძირები…. . .ცოტაც დამაცადეთ.
. . . ერთხელ გაღიმება, ერთხელ ტირილი, ერთხელ სიცილი, ერთხელ კისკისი… დამაცადეთ. . .

ვაი! ვაი! ვაი!
მე უკვე ეს წამიც მენატრება, როცა ჩემი თითები ამ ჩანახატს ქმნის. . .მე უკვე ის წვიმა მენატრება, რომელიც სულში იების მელოდიას მიმღერის. . .

ვერაფერს ვასწრებ. . .რატომ?
არა ! არა! არ შემიძლია… . . .ყველაფერი მინდა მოვასწრო. . .
ვაიმე! ვაიმე! გვიანდება. . .

. . . ასაკი მოვიდა. . .წარსული გაფრინდა და აწმყო იწურება. .მომავალი ხანმოკლე მიხდება და არაფერი აღარ დარჩა. . .
რაო? სიბერე და სიკვდილი მოდის?

არა! არ მინდა. . .უკვდავება მჭირდება. . .
ჯერ მე ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი. . .


დამაცადეთ ცოტაც ! გთხოვთ . . .
მე სიცოცხლე ეხლა ისე მწყურია,როგორც არასდროს…. . .

Комментариев нет:

Отправить комментарий