Обо мне

Моя фотография
I would thank you from the bottom of my heart, but for you my heart has no bottom

15 апр. 2010 г.

მოვალ დეკემბრის ქარიან ღამით,
მოგიტან ციურ უსაზღვროებას,
თუკი დაათოვს შეხვედრის ადგილს,
შეავლე ფერად ტირიფებს მზერა…. . .

მოვალ დეკემბრის ბაღში ნამყოფი,
და მოგაწოდებ მიმოზებს ნაზად,
მადლობელი ვარ მხოლოდ იმისთვის,
რომ დამელოდე,თუმცა თოვს ახლაც. . .

მოვალ დეკემბრის მთვარიან ღამით,
მოგიალერსებ როგორც არასდროს,
შემოგთავაზებ სიყვარულს დღესაც,
მოგეფერები რაღაც უაზროდ. . .

საცაა მოთოვს,მე კი არ მცივა. . .
ვგრძნობ რომ სხეულით ,
     შენთან ვარ ახლოს. . .
დეკემბრის ასეთ ქარიან ღამით,
მე მხოლოდ შენთან ყოფნა გამათბობს. . .

Комментариев нет:

Отправить комментарий