შენ იანვარში,სიცივეში მოისხამ ფოთლებს,
შენ იანვარში დაგამშვენებს იების თვალი,
შენ იანვარში გადაუფრენ ვარდისფერ ფერებს,
და ამოქარგავ თეთრ ტილოზე ნაფერებ ხელებს....
გელოდი დიდხანს გათენებავ და დაღამებავ,
გელოდი დიდხანს და ფრინავდა სხეულში ქარი,
ავამღერებდი თეთრ როიალს,დავღლიდი აკორდს,
გაგითენებდი მელოდიით ღამეებს სათუთს...
მადლობა უფალს...
მადლობა დიდი...
მე რომ მაჩუქა...
თვალები თბილი,
ხელები ტკბილი,
წამები ფრთხილი...
Комментариев нет:
Отправить комментарий